Belive

საქართველო 69:59 ესტონეთი - U16 საკალათბურთო ნაკრების პირველი გამარჯვება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
11 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი დაიწყო, სადაც 22 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს. ბულგარეთში მიმდინარე, 16-წლამდელთა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ქვეჯგუფის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ესტონეთი 10-ქულიანი სხვაობით, 69:59 დაამარცხა. საქართველოს რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც 27 ქულის დაგროვება შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით ბახტაძე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 აგვისტოს, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები