Belive

საქართველომ ევრობასკეტზე თურქეთი დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

'ევრობასკეტ2022' გრძელდება და სულ უფრო საინტერესო ხდება ჯგუფებში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ წაგებული 2 შეხვედრის შემდეგ, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

იქედან გამომდინარე, რომ ბელგიამ ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, ზემოთხსენებულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების გამარჯვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

შეხვედრის მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა (29:19), თუმცა მიუხედავად ჩამორჩენისა, ქართველი კალათბურთელები მეტოქეს 13-ქულით გაექცნენ, რამაც შეხვედრაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც გოგა ბითაძისა და თორნიკე შენგელიას გარეშე იასპარეზა, ვარსკვლავური შემადგენლობის თურქეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, 2 დამატებითი ოვერტაიმის შემდეგ, ანგარიშით - 88:83 მოუგო.

ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე 3 შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები