საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
1 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
მსგავსად სხვა თამაშებისა ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი, მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 4 ქულა და 8 მოხნა კი ანა ნამგალაძის ანგარიშზეა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო ჩვენი გუნდის შეუჩერებელი ცენტრი, ლიკა კვირკველია სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია