Belive

საქართველოს 20-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თბილისში მიმდინარე FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და 77:69 გაიმარჯვა. ქართველმა კალათბურთელებმა პირველ ტურში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, დღეს აქტივში პირველი მოგება ჩაიწერეს. საქართველოს ახალგაზრდული გუნდის რიგებში საუკეთესო ლაშა მიქელაძე იყო. "დინამო თბილისის" ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 31 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:10 მოიგო, მეორე მეოთხედში კი მეტოქეს 4-ქულიანი სხვაობით, 23:19 აჯობა და მეორე ტაიმისთვის სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ქართველებმა დაპირისპირების დარჩენილი დრო დათმეს, (15:22, 16:18) თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოიგეს. საქართველოს U20 ნაკრები შემდეგ მატჩს ხვალ, გერმანიასთან გამართავს.

სხვა სტატიები