საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდია დაამარცხა!

789
ნახვა

პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონმა 20 წლამდე კალათბურთელებს შორის. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები გახლდათ, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით შეხვედრის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა შეხვედრამ სულ სხვა რამ გვანახა.

ქართველმა ახალგაზრდებმა მეტოქეს 4-დან 3 მეოთხედი მოუგეს და საბოლოოდ დამაჯერებლად 85-73 გაიმარჯვეს. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო გახლდათ რატი ანდრონიკაშვილი რომელმაც 31:33 წუთში თავი 26 ქულას, 4 მოხსნას, 8 ასისტს და 3 ჩაჭრას მოუყარა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც რომ მან ბურთი 12-ჯერ დაკარგა. ორმაგი დუბლი შეასრულა ცოტნე ცარციძემ, მის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნაა, იგი ასევე საუკეთესო გახლდათ მარგი ქმედების კოეფიციენტითაც (24). 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი იყო ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე. მეტოქე საბოლოო ჯამში მოხსნებში 35:21 დავჯაბნეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, ჩვენი დროით 23:30 საათზე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფში კი სომხეთისა და ჰოლანდიის გარდა ესტონეთი, კოსოვო და შვედეთი გვყავს.

 

(789)

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდია დაამარცხა!

სტატიის ავტორი
-