Belive

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში დასრულდა 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩი კალათბურთში, საქართველოსა და სომხეთს შორის. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე არ დაინდეს და 52 ქულის სხვაობით, ანგარიშით 98:46 გაანადგურეს. აღსანიშნავია რომ ქართველმა კალათბურთელებმა 30 ჩაჭრა განახორციელეს, სომხებს კი 37 დაკარგვა ჰქონდათ. ჩვენს გუნდში მინიმუმ 2 ქულა ყველა კალათბურთელმა დააგროვა, ყველაზე შედეგიანი კი ნიკოლოზ მეცხვარიშვილი გახლდათ, ვის ანგარიშზეც 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ბლოკი და 2 ჩაჭრა იყო. ბერდია ქავთარაძემ 7 ქულა,2 მოხსნა, 7 ასისტი და 5 ჩაჭრა მოაგროვა. 11 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 5 ჩაჭრა იყო ლუკა მაზიაშვილის მონაგარი. საქართველო 2-დან 2 მოგებით ჯგუფს ესტონეთთან ერთად ლიდერობს, ხვალ ჩვენი მეტოქე შვედეთი იქნება, მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები