Belive

საქართველოს ჩემპიონი დელტას ახალი ლოგო - კლუბი ახალ სეზონში ცხუმ-აფხაზეთის სახელით იასპარეზებს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
 საქართველოს ჩემპიონი ,,დელტა“ ახალი 2019-2020 წლის სეზონიდან ,,ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს. „ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის სახელით საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში, სუპერლიგაში ასპარეზობა. ეს დიდი მოტივაციაა ჩვენთვის და გუნდ ცხუმ-აფხაზეთის მრავალრიცხოვანი ქომაგებისთვის“- აცხადებენ კლუბში. სკ ცხუმ-აფხაზეთის ლოგოს დიზაინსა და სტილზე კრეატიულმა სააგენტო ბრენდითმა იმუშავა. “ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ლოგოში აუცილებლად ყოფილიყო იალქანი და ტალღები. საბოლოოდ, ბრენდითმალოგოში ბურთი და A-ც ჩასვა და მივიღეთ ლოგო, რომელიც ძალიან მოგვწონს და ალბათ მალე გუნდის ქომაგებისა და საკალათბურთაო საზოგადოების მოწონებასაც დაიმსახურებს. ჩვენ და სააგენტო brandit-მა მეგობრობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც სამომავლო თანამშრომლობას გულისხმობს“-აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი შარვაძე.“-აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი შარვაძე. ამიერიდან გუნდი ,,ცხუმ-აფხაზეთის" სახელით იასპარეზებს და საქართველოში მორიგი წარმატების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
 
delta

სხვა სტატიები