Belive

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რიგა არენაზე ივარჯიშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ლატვიაში უკრაინასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “რიგა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლდათ უფრო მოთელვითი, აღდგენითი ვარჯიში. მგზავრობის შემდეგ მწვრთნელთა შტაბმა გუნდს საშუალება მისცა, დაესვენა და შესაბამისად, ილიას ზუროსს რიგის დარბაზში კომბინაციებისა და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებზე ვარჯიში არ ჩაუტარებია. ეს გახლდათ თამაშამდე ბოლო ვარჯიში “რიგა არენაზე”, რადგან დღეს, 30 ივნისს, ამ დარბაზში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება ლატვიასა და სერბეთს შორის. როგორც  ორგანიზატორები ამბობენ, 10 500 მაყურებელზე გათვლილი “რიგა არენა” მთლიანად სავსე იქნება, რადგან ყველა ბილეთი გაყიდულია. საქართველოს ნაკრები “რიგა არენას” მხოლოდ 1 ივლისს, თამაშის დღეს დაუბრუნდება, რადგან 30 ივნისს ამ დარბაზში ლატვია სერბეთს მასპინძლობს, ხოლო ამ დღეს ზუროსის გუნდი RIMI ოლიმპიურ ცენტრში ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრები “რიგა არენაზე” თამაშის დღეს, დილას მოკლე ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო საღამოს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში რიგა არენაზე

სხვა სტატიები