Belive

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის ლოგო წარადგინა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ლოგო წარადგინა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მომავალი ტურნირის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მასპინძლობაზე განაცხადი აქვს შეტანილი, ამიტომ ეს აუცილებელი პროცედურაა. აღნიშნული ლოგო ჯერ მხოლოდ წინასწარი მონახაზია და მისი შეცვლა შეიძლება. ის მწვანესა და ღვინისფერშია გადაწყვეტილი, მტევნის მარცვლები კი კალათბურთის პატარა ბურთებითაა აწყობილი. საქართველოს გარდა, FIBA-ში განაცხადები ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვენიამ წარადგინეს. ევროპირველობაში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, რომელთაც შესარჩევი ეტაპების გავლა მოუწევთ, თუმცა, მასპინძელი ქვეყნები ფინალში ავტომატურად მოხვდებიან.

სხვა სტატიები