Belive

საქართველოს ნაკრები აგვისტოს მატჩებისთვის სლოვენიაში ემზადება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის, სადაც როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრები როგლადან ავტობუსით გაემგზავრება. უკვე ორი დღეა, ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილიც შეუერთდა, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება NBA-ის რეგულაციების გათვალისწინებით 4 აგვისტოდან აქვს. სანდროს თან ახლავს “მილუოკი ბაქსის” ერთ-ერთი მწვრთნელი, ჯეკ ჰერუმი, რომელიც მამუკელაშვილს საქართველოს ნაკრების დარბაზში მისვლამდე ინდივიდუალურად ავარჯიშებს.
ეროვნული გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია დადებითად აფასებს გუნდის მზადყოფნას ამ ეტაპზე და იმ წვრთნის პროცესს, რომელსაც ჩვენი გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად გადის: "საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი შეკრება, ვემზადებით როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად და მჯერა, რომ ამ შეკრების მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება".
წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია  

სხვა სტატიები