Belive

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა | 'ევრობასკეტ2022'

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

‘ევრობასკეტ2022’ გრძელდება და სულ უფრო საინტერესო ხდება ჯგუფებში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე.

ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელთაც ჩატარებული 3 შეხვედრიდან 3-ვე მარცხით ჰქონდათ დასრულებული. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ შეხვედრის უპირობო ფავორიტად საქართველოს ნაკრები იყო წარმოდგენილი.

ბულგარეთისა და საქართველოს მატჩი, ქართველი კალათბურთელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ბულგარელებმა ჩვენი ნაკრების ფარში 19-ჯერ შეძლეს 3-ქულიანის ჩაგდება, ამავდროულად კომბინირებული და მწყობრი თამაშის ხარჯზე შეხვედრა საკუთარი გამარჯვებით, ანგარიშით - 92:80 დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომლის აქტივშიც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები