Belive

საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დასრულდა 2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მე-2 სათამაშო დღე. საქართველოს ნაკრებმა თებერვალში გამართულ პირველ მატჩში, თბილისში, შვეიცარია დაამარცხა, შემდეგ კი - სერბეთს აჯობა სტუმრად. ბელგრადში, მსოფლიოს მე-8 ნაკრების წინააღმდეგ ილიას ზუროსის გუნდმა 94:90 მოიგო. საქართველოს ნაკრებს ტად მაკფადენმა და გიორგი შერმადინმა ულიდერეს. FIBA-ს ოფიციალური გვერდი მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს პრეტენდენტებს შორის ამ 2 კალათბურთელსაც ასახელებს.
8ht7q5JsDkii3hAy-mxY-g
"შვეიცარიასთან, შესარჩევი ეტაპის გახსნით მატჩში, შესანიშნავი თამაშის შემდეგ, გიორგი შერმადინმა მორიგი ბრწყინვალე პერფომანსი გვაჩვენა სერბეთთან. მან 23 ქულა დააგროვა, ჩააგდო 14-დან 9 ბურთი თამაშიდან და 6-დან 5 ერთქულიანი, რასაც 11 მოხსნა მიუმატა. ქართველთა ცენტრის სარგებლიანობის მაჩვენებელი 29 იყო. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ შერმადინი არ ყოფილა. ტად მაკფადენმა ჩააგდო გადამწყვეტი ქულები სერბეთთან და დააგროვა 33 ქულა (ყველაზე მაღალი შედეგი მატჩში), გამოიყენა 11-ვე საჯარიმო," - ნათქვამია FIBA-ს სტატიაში. გეტყვით, რომ მაკფადენისა და შერმადინის გარდა, გამოკითხვაში მონაწილეობენ ჯონათან ტაბუ, (ბელგია) ვიტალი ფრიდზონი (რუსეთი), ეიმანტას ბენძიუსი (ლიეტუვა). გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ აქ. ამჟამინდელი შედეგებით, ხმების 57%-ით ლიდერი ტად მაკფადენია.

სხვა სტატიები