Belive

საქართველოს ნაკრების შანსი - ბელგიამ ბულგარეთს მოუგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთს 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:80 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა.

ბელგიელებს 25 ქულით, 7 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით რეტინ ობასოჰანმა ულიდერა. 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო ემანუელ ლეკომტის ანგარიშზე.

ბულგარელთა შემადგენლობაში ტრადიციულად საშა ვეზენკოვი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულას, 13 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

ბელგიის ნაკრების გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსთვის - იმ შემთხვევაში თუ ზუროსის გუნდი მონტენეგროს დაამარცხებს ბერლინის საგზურს გაიფორმებს. ჩვენი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

A ჯგუფში პირველი პოზიცია ესპანეთის ნაკრებმა დაიკავა, მეორეზე კი თურქეთი გავიდა.

სხვა სტატიები