Belive

საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი სამივე შეხვედრაში მარცხით დაასრულა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოფიციალური უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის მოსამზადბელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 76:87 დამარცხდა. პირველ მეოთხედში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 23:22 იმარჯვა, მეორე 10-წუთეულში კი ფრედ 18:18 ითამაშა. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მეტოქემ 27:18 იმარჯვა, ბოლო მეოთხედი კი პოლონელებმა 3-ქულიანი უპირატესობით - 20:17 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში, აკროპოლისის თასზე გამოსვლა სამივე მატჩში მარცხით დაასრულა: თურქეთთან 88:101, საბერძნეთთან - 67:80 და პოლონეთთან 76:87. იქამდე, ჩვენმა გუნდმა კიდევ 5 მარცხი განიცადა, ორჯერ უნგრეთის (88:89 და 75:78) ორჯერ კი ისრაელის (96:104, 68:81) ნაკრების წინააღმდეგ. შემდეგი მატჩი, რომელიც ილიას ზუროსის გუნდს ელის, უკვე ოფიციალური შეხვედრის სტატუსს ატარებს - ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ 24 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.  

სხვა სტატიები