Belive

საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ამერიკელი ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კიდევ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს. როგორც ცნობილია, ქართული პასპორტი აიღო და ილიას ზუროსის გუნდის რიგებს შეუერთდა ამერიკელი გამთამაშებელი, კონერ ფრენკამპი. 25 წლის კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში, "მურსიას" რიგებში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ კონერი ACB ლიგაში ძალიან შედეგიანია, მას 26,47 წუთში, 16,9 ქულა, 2,3 მოხსნა და 3,6 პასი აქვს. Eurohoop-ის ცნობით, ფრენკამპი საქართველოს ნაკრებს თებერვალშივე, სერბეთთან და ფინეთთან გასამართ თამაშებში დაეხმარება. კონერ ფრენკამპმა კარიერა კოლეჯების ლიგაში დაიწყო, პირველად ევროპაში კი ბულგარეთში, "ბეროეში" ითამაშა. შემდგომ იყო ბერძნული "რეტიმონი", სადაც 25 წლის მოთამაშე ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მექულე გახდა. ამერიკელი "მურსიაში" 2020 წლიდან ირიცხება.

კონერ ფრენკამპი საბერძნეთის ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონში:

სხვა სტატიები