Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, G-ჯგუფში უკანასკნელი მატჩი გამართა. საქართველომ ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით ტაიმში, ანგარიშით 82:76 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც გუნდს 35 წუთში, 12 ქულა, 10 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა. შეიძლება ითქვას, რომ შენგელიამ გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარეს შერმადინმა (18 ქულა) და ანდრონიკაშვილმა (17 ქულა). ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი, ბოლო წუთებსა და დამატებით ტაიმში გადამწყვეტი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე G-ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა და სავარაუდოდ, ოთხი გამარჯვებით, მეორე ადგილს დაიკავებს. ჩვენი ნაკრები შესარჩევი ეტაპის, მესამე, დასკვნით ეტაპზე გადავიდა, სადაც ექვსგუნდიანი ჯგუფი შედგება. ჩვენი მომავალი მეტოქეები კი იტალიის, ისლანდიის და ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან. შემდეგი მატჩები 24 და 27 აგვისტოს, ევრობასკეტის დაწყებამდე გაიმართება.

სხვა სტატიები