Belive

საქართველოს წინსვლა - ევრობასკეტმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრების წინ, ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპული ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა, მსოფლიოში კი 36-ე საფეხურზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა. "თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თადუს მაკფადენი ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნებიან, თუმცა მათი შემადგენლობა მაქსიმალურად სრულფასოვანი არ იქნება, რადგან ქართველებს რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე ვერ დაეხმარებიან. კალათბურთი საქართველოში მაღალ დონეზეა და შემდეგ ორ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში იგი კიდევ უფრო გაიზრდება", - წერს ევრობასკეტის ოფიციალური გვერდი. საქართველოს ნაკრები ნოემბრის თვეში, ფინეთის ქალაქ ესპოში ორ მატჩს გამართავს, 28-ში ფინეთის, ხოლო 30-ში შვეიცარიის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები