Belive

„საქართველოში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ვფიქრობ, ყველასთან მოგება შეგვიძლია"- გოგა ბითაძე

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკვე დაიწყო შეკრება და აქტიურად ემზადებიან პირველ ივლისს გასამართი შეხვედრისთვის, რომელიც უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ იქნება. აღნიშნული შეხვედრა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებისთვის პრიორიტეტული მოახლოებული ევროპის ჩემპიონატია. გულშემატკივარი დიდი იმედებითაა განწყობილი, რის  საბაბსაც  ჩვენი ნაკრების შემადგენლობა იძლევა. გუნდში მაღალი ხარისხის მოთამაშეები არიან. გამოცდილ ვეტერანებთან ერთად გვყავს ახალგაზრდა, იმედისმომცემი და ნიჭიერი კალათბურთელები. ყველა მოთამაშეს გათავისებული აქვს საკუთარი როლი  და ყველამ იცის რას ითხოვს  მისგან მთავარი მწვრთნელი.
"დიდი ტურნირების წინ მთავარია გჯეროდეს გამარჯვების" - ამბობს გოგა ბითაძე.
მისი თქმით, ჯგუფიდან გასვლა მაქსიმუმი არ იქნება. ნაკრების მთავარი მიზანი უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა. პირველ ეტაპზე გუნდისთვის მნიშვნელოვანია მოიგონ რაც შეიძლება მეტი მატჩი, ვინაიდან დაიკავონ პირველი  ადგილი და ჯგუფიდან გასვლის შემდეგ  შედარებით სუსტ მეტოქეს შეხვდნენ. გოგა ბითაძემ თორნიკე შენგელიაზეც ისაუბრა და მას ნაკრების ლიდერი უწოდა:
" გუნდის ლიდერი თონიკე შენგელიაა. მისი ლიდერული ენერგია არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც იგრძნობა. ის ყოველ ვარჯიშზე 100%-ით იხარჯება და ახალგაზრდა მოთამაშეებს ამით მაგალითს აძლევს. თორნიკე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა."
ევრობასკეტი დიდი დონის ტურნირია აქ ისეთი ნაკრებები თამაშობენ როგორიცაა ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია და ა.შ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოც ძლიერი ნაკრებების სიაშია.
„საქართველოში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ვფიქრობ, ყველასთან მოგება შეგვიძლია" - გოგა ბითაძე
გარდა გულშემატკივრისა, მოთამაშეებსაც სჯერათ, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია ევროპის ჩემპიონობა. სასიამოვნოა გუნდში ასეთი განწყობა. თავდაჯერება და მონდომება წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში თურქეთთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან, მონტენეგროსთან და ტურნირის ერთ-ერთ ლიდერთან, ესპანეთთან ერთადაა. პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ბელგიის წინააღმდეგ პირველ სექტემბერს გამართავს.  

სხვა სტატიები