Belive

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთში პირველად ივარჯიშა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ნოემბრის "ბაბლისთვის" ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთსა და შვეიცარიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველად, 12 კალათბურთელით ივარჯიშა. ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ამუშავა.  საქართველოსა და ფინეთს შორის მატჩი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, ხოლო შვეიცარიას 30-ში, 18:00 საათზე დავუპირისპირდებით.

სხვა სტატიები