Belive

საშობაო მატჩებში ჩაგდებული ქულების რაოდენობით ჯეიმსმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,ბრუკლინ ნეთსს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:122 დამარცხდა. ლოს ანჯელესური გუნდის ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა, კარიერაში მე-16 საშობაო მატჩი ჩაატარა და 39 ქულა მოაგროვა. სუპერვარსკვლავს შობის ღამეს ჩატარებულ შეხვედრებში სულ 421 ქულა დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ლებრონმა კობი ბრაიანტის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზე 395 ქულაა. ტოპ ხუთეულში, ასევე, ოსკარ რობერტსონი (377 ქულა), დუეინ უეიდი (314 ქულა) და კევინ დურანტი (299 ქულა) შედიან. დღევანდელი წაგების შემდეგ, ,,ლეიკერსს'' ზედიზედ ხუთი მარცხი დაუგროვდა. მიმდინარე სეზონში ჯეიმსი საშუალოდ 26,8 ქულას, 6,7 მოხსნას, 6,5 ასისტს, 1,7 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აგროვებს.


სხვა სტატიები