Belive

სერბი კალათბურთელი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,აეკის'' სერბი ფორვარდი, სტევან ელოვაცი 32 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. კალათბურთელი ათენის საავადმყოფოში 14 ნოემბერს დააწვინეს (ელოვაცმა ვარჯიშზე უეცრად გონება დაკარგა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ ინსულტი მიიღო), რამდენიმე დღის წინ კი სერბეთში გადაიყვანეს. ელოვაცი კარიერის განმავლობაში თურქეთში, რუსეთში, ესპანეთში, ლიეტუვაში, იტალიასა და იაპონიაში თამაშობდა. ფორვარდი 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში სერბეთის ეროვნული ნაკრების წევრიც იყო. ,,აეკის'' შემადგენლობაში ჩატარებულ 7 მატჩში იელოვაცი საშუალოდ 12.6 ქულას, 4.4 მოხსნას, 1.3 შედეგიან გადაცემასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა.


სხვა სტატიები