Belive

სერბული იმუნიტეტი | იოკიჩზე გულშემატკივარი შთაბეჭდილებას ვერ ახდენს

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
სპორტის მოყვარულებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ გულშემატკივრების გავლენა თითოეულ სპორტსმენზე საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორია - როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ჭრილში. 30 ნოემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში "მაიამიმ" "დენვერს" უმასპინძლა, სადაც მაყურებელმა დაძაბული შეხვედრა იხილა. რიგ შემთხვევებში "მაიამის" გულშემატკივარი "დენვერის" სუპერვარსკვლავის, ნიკოლა იოკიჩის, წნეხში მოქცევას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ამის მიზეზი რამდენიმე კვირის წინ გამართული მატჩი იყო, სადაც იოკიჩი მაიამის კალათბურთელს, მარკუს მორისის დაუპირისპირდა. ამავდროულად "ჰიტს" საკუთარი ფანები მთელი ძალით ამხნევებდნენ, რამაც ასევე არანაირი გავლენა არ იქონია "დენვერისა" და განსაკუთრებით იოკიჩის თამაშზე... ზემოთხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით იოკიჩს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს.

იოკიჩმა განაცხადა, რომ ის სერბეთში თამაშობდა, რაც თავის მხრივ უდიდეს "იმუნიტეტს" ნიშნავს, გამომდინარე სერბი გულშემატკივრების გამორჩეულობით. სერბებს, როგორც გამხნევება, ასევე მეტოქისადმი აგრესიული ქომაგობა, ფაქტობრივად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საშიშ ფანებად აქცევს, შესაბამისად რთულია გულშემატკივარმა გავლენა მოახდინოს სერბ სპორტსმენებზე.

კლასიკური სერბული ქომაგობა (2016 წელი - ცრვენა ზვეზდა Vs. ცსკა) | VIDEO



საბოლოოდ რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ სტატიებიც კი დაწერა, რომლის სათური ისეთივეა, როგორიც ზემოთნაჩვენები FIBA-ის მიერ დადებული პოსტის სათაური - "ძნელია იოკიჩზე შთაბეჭდილების მოხდენა". აღსანიშნავია, რომ იოკიჩმა "მაიამის" წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - მან 24 ქულა, 15 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა, რაც როგორც მისი პროფესიონალიზმის ასევე "სერბული იმუნიტეტის" დამსახურებაცაა...  

სხვა სტატიები