Belive

სერბული კალათბურთის ლეგენდა გარდაიცვალა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
77 წლის ასაკში სერბული კალათბურთის ლეგენდა და სახელოვანი მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი გარდაიცვალა. ივკოვიჩის გარდაცვალების შესახებ, საკალათბურთო კლუბ "რადნიჩკის" პრეზიდენტმა გორან კალინიჩმა განაცხადა.
"დილის 06:50 საათზე, ბელგრადის ერთ-ერთ საავადმყოფოში დუშან ივკოვიჩი გარდაიცვალა. ივკოვიჩი ფილტვებში წყლის ჩადგომის შედეგად დაიღუპა", - აღნიშნა კალინიჩმა. 
დუშან ივკოვიჩი სერბულ, ბერძნულ და თურქულ კლუბებს წვრთნიდა. 1988-98 წლებში იგი იუგოსლავიის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. ივკოვიჩის გაწვრთნილი ეროვნული ნაკრები სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი და ერთხელ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.