Belive

სეტონ ჰოლის მორიგი გამარჯვება და რეკორდსმენი სანდრო მამუკელაშვილი

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

სანდრო მამუკელაშვილი "სეტონ ჰოლმა" NCAA-ის ეგიდით მორიგი მატჩი გამართა, სადაც "დეპოლის" წინააღმდეგ 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 60:52, იმარჯვა. სანდრომ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. აღნიშნული გამარჯვება "სეტონ ჰოლისთვის" რიგით მე-13 გახლდათ 8 მარცხის წილ, რა შედეგითაც კონფერენციის მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.



აღსანიშნავია, რომ ქართველ მძიმე ფორვარდს, ამერიკული კარიერის განმავლობაში 1004 ქულა მოუგროვდა და თავისი გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა, ვინაიდან ის გახდა 45-ე კალათბურთელი, რომელმაც 1000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.


მომდევნო შეხვედრას სანდროს გუნდი 21 თებერვალს გამართავს, სადაც გასვლით მატჩში, "ჯორჯთაუნს" დაუპირისპირდება. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
 

ასევე იხილეთ: სანდრო მამუკელაშვილის ყველა მომენტი Vs. დეპოლი (ვიდეო)

სხვა სტატიები