Belive

"სეტონ ჰოლის" პირველი შეხვედრა ახალ სეზონში და სანდრო მამუკელაშვილის შთამბეჭდავი ასპარეზობა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში "სეტონ ჰოლის" შემადგენლობაში ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელი "სეტონ ჰოლის" რიგებში 2017 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან საკმაოდ შთამბეჭდავი კალათბურთის ჩვენება მოახერხა. 28 ნოემბერს NCAA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა, "სეტონ ჰოლი" სეზონის პირველ შეხვედრაში "ლუისვილთან" ანგარიშით 71:70 დამარცხდა. მიუხედავად განცდილი მარცხისა, ქართველმა ფორვარდმა შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. "ლუისვილთან" შეხვედრაში სანდროს ანგარიშზე 22 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. ქართველი კალათბურთელის თამაშით კმაყოფილი დარჩა "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი კევინ უილიარდი. კევინ უილიარდის ("სეტონ ჰოლის" მწვრთნელი) განცხადებით:
"ჩვენს ლიგაში სანდრო ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. რაც უფრო მეტ სათამაშო დროს ვაძლევ სანდროს, ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და ეს განსაკუთრებით მის შეტევაში გაუმჯობესებულ თამაშში აისახება."
"სეტონ ჰოლი" შემდეგ შეხვედრას 3 დეკემბერს "როდ აილენდის" წინააღმდეგ გამართავს.      

სხვა სტატიები