Belive

სეზონის პირველი ორმაგი დუბლი | ბითაძის მორიგი კარგი თამაში ინდიანაში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, გამთენიისას, ლიდერების გარეშე დარჩენილი "ინდიანა პეისერსი" "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდა და 113:103 დამარცხდა. მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის არყოფნაში, გოგა ბითაძე კვლავ სასტარტო 5-ეულში მოხვდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. გოგას ანგარიშზე 16 ქულა (6-დან 4 საჯარიმო, 11-დან 6 ორქულიანი) და 11 მოხსნაა. გარდა ამისა, ბითაძემ 2 ასისტი და 1 დაფარებაც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგას წინააღმდეგ "სანსის" ცენტრი, ჯავალ მაკგი არაერთხელ დაჯარიმდა. ქართველთან დაპირისპირებისას მან 4 პერსონალური მიიღო. გოგა ბითაძე მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის იმედებს ამარათლებს. 22 წლის ქართველს ბოლო 4 თამაშში საშუალოდ 12,2 ქულა და 7,2 მოხსნა აქვს.

სხვა სტატიები