Belive

სეზონში მეორედ - მამუკელაშვილი კვირის მოთამაშეა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს Big East-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნული აღიარება სეზონში მეორედ მოიპოვა. "სეტონ ჰოლის" ფორვარდმა გასულ კვირას 2 თამაში ჩაატარა - ჯერ 4 თებერვალს "პროვიდენსთან" მოგებულ შეხვედრაში 20 ქულა ჩააგდო, 3 დღეში კი "უკონთან" 22 ქულა დააგროვა და გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტზე მოხვედრის კანდიდანტად განიხილავენ. ბოლოს Bleacher Report-მა სანდრო "ნიუ იორკ ნიქსს" დაუკავშირა. გარდა ამისა, 21 წლის ქართველი NCAA-ს წლის მოთამაშეობისთვისა და Karl Malone Award-ისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები