Belive

სეზონში პირველად - ბითაძე ინდიანას სასტარტო ხუთეულშია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, გამთენიისას, თბილისის დროით 3 საათზე "ინდიანა პეისერსი" "მინესოტას" დაუპირისპირდება. გოგა ბითაძე აღნიშნულ თამაშს სასტარტო ხუთეულიდან დაიწყებს. "ინდიანა პეისერსის" ორივე ლიდერი, მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ტრავმირებულები არიან, რის გამოც ნეიტ ბიორკგრენს 21 წლის ქართველის ძირითად შემადგენლობაში დაყენება მოუწია. აღსანიშნავია, რომ ეს გოგასთვის მიმდინარე სეზონში პირველი დიდი შანსია. მანამდე ბითაძეს თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ შეცვლებზე ეძლეოდა .

სხვა სტატიები