Belive

შალვა გოგოლაძე: "ევრობასკეტისთვის საქართველოში ულტრათანამედროვე სპორტის სასახლე აშენდება"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველო ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს, იგივე ევრობასკეტს უმასპინძლებს! საქართველო იტალიასთან, ჩეხეთთან და გერმანიასთან ერთად, ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფის მასპინძელი იქნება. ტურნირი 17 აგვისტოს აიღებს სტარტს და 29 აგვისტომდე გაგრძელდება. 16 ივლისს, 16:30 საათზე ქართული დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. ჟურნალისტებთან საუბარში კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომ ევრობასკეტისთვის საქართველოში ულტრათანამედროვე სპორტის სასახლე აშენდება, რომელიც 15.000-მდე მაყურებელს დაიტევს.

სხვა სტატიები