Belive

შანსი ბითაძეს? ტერნერით არაერთი გუნდი დაინტერესდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მაილს ტერნერით NBA-ის რამდენიმე გუნდი ინტერესდება. "ინდიანა პეისერსის" 24 წლის ცენტრის გაცვლის სურვილი "ლეიკერსმა",  "ნიქსმა", "ნიუ ორლეანსმა" და "კლიპერსმა" გამოთქვეს. როგორც მოგეხსენებათ, ტერნერი გოგა ბითაძის მთავარი კონკურენტია. სწორედ მაილსი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ეძლევა ახალგაზრდა ქართველს დიდი სათამაშო დრო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის მეორე გამორჩეული წევრი, დომანტას საბონისი თავს ინდიანაპოლისში კარგად ვერ გრძნობს. მას "დენვერთან" წაგებულ თამაშისას მთავარ მწვრთნელ ნეიტ ბიორკგრენთან უთანხმოება ჰქონდა.

სხვა სტატიები