Belive

შეინ ლარკინმა ევროლიგის რეკორდი დაამყარა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-11 ტურში გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა. "ეფესი" მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირების დროს შეინ ლარკინმა 49 ქულის მოპოვება შეძლო, რაც აბსოლიტური რეკორდია ევროლიგის ისტორიაში. შეხვედრა 104:75 დასრულდა. მატჩის "MVP" რა თქმა უნდა ლარკინი გახდა. ლარკინმა ასევე დაამყარა 1 მატჩში სამ ქულიანების რეკორდი. 12 ცდიდან 10 ზუსტი ტყორცნა. ამერიკელ კალათბურთელს გუშინდელ შეხვედრაში 49 ქულასთან ერთად ასევე 5 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. თამაშის შემდეგ შეინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 53 იყო და ეს შედეგი რიგით მეხუთე გახლავთ ისტორიაში და ასევე ყველაზე მაღალი ბოლო 15 წლის განმავლობაში.  ამერიკელისთვის მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე "MVP-ს" წოდება გახლავთ. ლარკინის შემდეგ ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (30) ნიკოლა მილუტინოვს ჰქონდა, რომელიც "ოლიმპიაკოსის" ღირსებას იცავს. ნიკოლას 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დაუფიქსირდა. "ოლიმპიაკოსმა" მილანის "ოლიმპია" 91:70 დაამარცხა.

სხვა სტატიები