Belive

შეხვედრაზე დაგვიანების გამო ქართველ კალათბურთელებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, 3X3 კალათბურთელთა ნაკრებმა უცნაური მარცხი განიცადა. ქართველმა კალათბურთელებმა სლოვენიასთან თამაშზე დააგვიანეს და ტექნიკური მარცხი განიცადეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენებმა საცობის გამო დარბაზში დააგვიანეს. სლოვენიასთან ტექნიკური მარცხის შემდეგ, ქართველები იორდანიასთან შეხვედრაში გამოცხადდნენ და მეტოქე 21:4 დაამარცხეს. იორდანიისა და სლოვენიის ნაკრებების გარდა, საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქმენეთი და ჩინეთი ასპარეზობენ. ბოლო ორ მეტოქესთან საქართველო 13 ოქტომბერს ითამაშებს.

სხვა სტატიები