Belive

შენგელია ბასკონიას საუკეთესო ჩატენვის ტიტულისთვის იბრძვის

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ბასკონიას" დეკადის საუკეთესო ჩატენვის გამოსავლენად სოციალურ ქსელში გამოკითხვა მიმდინარეობს. "ბასკონიას" კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნახევარფინალშია. პირველ ეტაპზე, ქომაგების ხმების მიხედვით, ქართველმა კალათბურთელმა ნემანია ბიელიცა დაამარცხა.

1/2 ფინალში თორნიკეს მეტოქე ვინსენტ პორიეა. გამოკითხვის დასრულებამდე 18 საათით ადრე შენგელიას ხმების 32.6% აქვს და მარცხდება. ქართველი კალათბურთელისთვის მხარის დასაჭერად გადადით ბმულზე.  

სხვა სტატიები