Belive

შენგელია ბერიშვილმა ჩაანაცვლა - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან მატჩისთვის

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება.

გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც ნიდერლანდებთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო, მიხეილ ბერიშვილმა ჩაანაცვლა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

ბექა ბექაური, გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, კახაბერ ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი.

იტალია 4 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, საქართველო კი 3 გამარჯვებითა და 2 წაგებით მესამეა. გუნდებს შორის შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები