Belive

შენგელია ევროლიგის ბოლო ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელთა სიაში მოხვდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი თორნიკე შენგელიას საკმაოდ საინტერესო სტატიას უძღვნის. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "ბასკონიას" მძიმე ფორვარდი, ევროლიგის ბოლო ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელთა სიაში მოხვდა. ევროლიგის ვებ-გვერდზე ის კრიტერიუმებია ჩამოთვლილი, რის საფუძველზეც შენგელია ნომინანტთა შორის დასახელდა. "ათლეტიზმით, მობილურობითა და ბურთის ფლობის უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული მძიმე ფორვარდი, რომელიც ლიდერადაა დაბადებული", - სწორედ ასე აფასებს ევროლიგის ვებ-გვერდი თორნიკე შენგელიას. სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სხვა სტატიები