Belive

შენგელია FIBA-ს რჩეულია | "ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღო"

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყო, სადაც საკუთარი შეხვედრები გამართა საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმაც. ქართველებმა პირველ შეხვედრაში უკრაინას უმასპინძლეს და ანგარიშით - 88:83, მოუგეს. მეორე შეხვედრა კი ესპანეთის ქალაქ ხაენში გაიმართა, სადაც ჩვენი ნაკრები 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 61:89 განადგურდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თორნიკე შენგელიას არყოფნამ.
შენგელიას ჩატენვა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის Top 10 მომენტში მოხვდა | VIDEO

შესარჩევი ციკლის საწყისი შეხვედრების შემდეგ FIBA-მ თითოეული ნაკრების საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კაპიტანმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს შემთხვევაში სწორედ ის დაასახელეს საუკეთესოდ. "შენგელიამ საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღო. საკლუბო თამაშიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, თორნიკე საკუთარ ნაკრებს უკრაინის წინააღმდეგ დაეხმარა. ის საკუთარი ქვეყნის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა - 16 ქულა და 13 მოხსნა მოუტანა. შენგელიამ მისი თავდაუზოგავი ქმედებებით, გულშემატკივარი არაერთხელ აღაფრთოვანა, თუმცა საბოლოოდ მან თამაში ტრავმირებულმა დაასრულა, რამაც საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში, ესპანეთის წინააღმდეგ, კაპიტნის გარეშე დატოვა. ესპანეთი ისედაც ფავორიტი იყო, თუმცა თორნიკეს გამოკლების შემდეგ საქართველო საგრძნობლად დასუსტდა.", - ვკითხულობთ FIBA-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. შესარჩევი ციკლის საწყისი ორი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები, საკუთარ ჯგუფში, 1 მოგებითა და 1 მარცხით მეორე პოზიციას იკავებს.

შესარჩევი ციკლის ჯგუფებისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი სტრუქტურის სანახავად დააჭირეთ აქ.

სხვა სტატიები