Belive

შენგელია ისევ საუკეთესოა - ბასკონიამ მოქმედ ჩემპიონს მოუგო 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე სეზონი აქვს. ქართველი ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატსა თუ ევროლიგაში დაფრინავს და თითქმის ყველა შეხვედრაში MVP-ის წოდებასაც იმსახურებს. მორიგი შესანიშნავი მატჩი 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 21 ნოემბერს ჩაატარა, მისმა "ბაკონიამ" კი შინ, ფერნანდო ბუესას არენაზე, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის "ცსკა-ს" 80:70 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც ძირითად ხუთეულში იყო, პარკეტზე მყოფ მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი - 32:10 წუთი ითამაშა და ქულათა მაჩვენებელშიც საუკეთესო იყო (22). გარდა ამისა, შენგელიამ 6 ქულა და 1 შედეგიანი პასიც მიითვალა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ წევრ მეტ ჯენინგს, მის აქტივში 7 ქულა და თითო-თითო მოხსნა და პასი იყო. ბასკებმა ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თუმცა ერთით მეტი წაგება აქვთ და საფლეიოფო ზონას 2 საფეხურით ჩამორჩებიან. შემდეგ შეხვედრას "ბასკონია" ისევ ევროლიგაში და კვლავაც რუსული გუნდის, ამჯერად სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ 23 ნოემბერს გამართავს.  

სხვა სტატიები