Belive

შენგელია ოლ სტარის მიღმა - თორნიკე რუსმა გულშემატკივარმა არ აირჩია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე კვირაში VTB-ლიგა "ყველა ვარსკვლავის მატჩს" გამართავს - ერთმანეთს რუსეთისა და მსოფლიო ნაკრების გუნდები დაუპირისპირდებიან. ახლახანს გამოქვეყნდა შუალედური გამოკითხვის შედეგები და ცნობილი გახდა, რომ გულშემატკივრის ხმების თანახმად,"ცსკა"-ს ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, "ოლ სტარის" მიღმა რჩება. ერთადერთი, რაც, შესაძლოა, შენგელიას VTB ლიგის "ოლ სტარზე" მოხვედრაში დაეხმაროს, რუსული და სხვა მედიის წარმომადგენლების მიერ მიცემული ხმები იქნება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მოსკოვში "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 14 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები