Belive

შენგელია ტრავმირებულია - თორნიკე რამდენიმე თამაშს გამოტოვებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ცსკას" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოველთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც ცნობილია, 29 წლის ფორვარდუ VTB ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, "ზიელონა გორასთან" დაზიანდა. მუხლის ტრავმის გამო თორნიკემ მეოთხე მეოთხედისა და შესაბამისად, თამაშის დასრულება ვეღარ მოახერხა. "ცსკას" ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შენგელია გუნდთან ერთად ვალენსიაში, ევროლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ვერ გაემგზავრა. ქართველი კალათბურთელი რამდენიმე თამაშს გამოტოვებს, უფრო კონკრეტული ინფორმაცია კი სამედიცინო გამოკვლევის პასუხის შემდეგ იქნება.

სხვა სტატიები