Belive

შენგელია: ,,უმნიშვნელოვანესი მოგება იყო, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის გარანტიას არ გვაძლევს''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ისლანდიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისთვის. ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით, მთელი გუნდით...

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც მოსული იყო დარბაზში და ძალიან ხმამაღლა გვგულშემატკივრობდა. დიდი მადლობა იმ ქომაგებსაც, რომლებიც ტელევიზორიდან გვადევნებდნენ თვალს.

ეს მოგება გარანტიას არ გვაძლევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, უმნიშნველოვანესი თამაშები გველის, მათ შორის იტალიასთან სახლში და იმედი მაქვს, დარბაზი გაივსება. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს... იმედია, გავიმარჯვებთ,'' - განაცხადა შენგელიამ.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი – ისლანდია სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:85 დაამარცხა.

საქართველო 4 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, 4 მოგება და 3 მარცხია ისლანდიის ანგარიშზეც (მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები გაიფორმებს).

ილიას ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 14 ნოემბერს, თბილისში, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები