Belive

შენგელიამ ესპანეთში გაიბრწყინა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ლიგა ენდესას 28-ე ტურში "ბასკონიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია იცავს, საკუარ მოედანზე "ფუენლაბრადა" 101:92 დაამარცხა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მან პარკეტზე 26 წუთი და 54 წამი გაატარა და ამ პერიოდში 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 შეადგინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ფუენლაბრადას წინააღმდეგ არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ კალათბურთელს, მეტ ჯენინგს. "ბასკონია" 42 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით, ხოლო მეორეზე მყოფ "რეალს" 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას "ბასკონია" 3 მაისს სტუმრად "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. ის მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები