Belive

შენგელიამ სასტარტოდან დაიწყო | ვირტუსმა ვენეციას მოუგო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიამ "ვირტუს ბოლონიასთან" ერთად იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველად ითამაშა. ბოლონიელებმა საშინაო არენაზე "ვენეციას" უმასპინძლეს და მიუხედავად პირველ მეოთხედში წაგებული 15 ქულისა, სასურველ შედეგს მიაღწიეს და მატჩი 4-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 81:77, მოიგეს. შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პარკეტზე ჯამში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს - 15 ქულით, 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. აღნიშნული გამარჯვებით "ვირტუს ბოლონია" იტალიის სატურნირო ცხრილს "ოლიმპია მილანოსთან" ერთად, 18 მოგებით და 3 მარცხით ლიდერობს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი, მომდევნო შეხვედრას 23 მარტს, თბილისის დროით 21:15 საათზე, Eurocup-ის ეგიდით, ბერძნული "პრომითეას" წინააღმდეგ გამართავს. საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იტალიურ კლუბს მოკლევადიანი კონტრაქტით, სეზონის ბოლომდე შეუერთდა.

სხვა სტატიები