Belive

შენგელიამ შესაძლოა ვალენსიას წინააღმდეგ გასამართი მატჩი გამოტოვოს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ვირტუს ბოლონიას" ქართველი ვარსკვლავი - თორნიკე შენგელია სანაკრებო პაუზიდან გუნდს მცირე ტრავმით დაუბრუნდა.

იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო მატჩის შემდეგ, შენგელია დაუყოვნებლიბ "ვირტუსს" დაუბრუნდა, თუმცა, "ვალენსიას" წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა.

წყაროს მტკიცებით, შენგელიას კოჭის ტრავმა აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არც ისე რთულია, ქართველი ვარსკვლავის "ვალენსიას" წინააღმდეგ თამაში ეჭვქვეშ დგას.

შეგახსენებთ, ევროლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, "ვირტუს ბოლონიასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება შედგება. მატჩი თბილისის დროით, 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები