შენგელიამ ტრავმის შემდეგ გაიბრწყინა

“ლიგა ენდესას” 25-ე ტურში “ბასკონია”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია იცავს, საკუთარ მოედანზე “ესტუდიანტესს” შეხვდა.

მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 104:67 დასრულდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, შენგელიამ მხოლოდ მეორედ ითამაშა და ის სასტარტო ხუთეულში მაინც არ ყოფილა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი და 23 წამი გაატარა. ამ პერიოდში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“ბასკონია” 18 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 7 აპრილს სტუმრად “მურსიას” დაუპირისპირდება.

შენგელიამ ტრავმის შემდეგ გაიბრწყინა

სტატიის ავტორი
-