Belive

შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მე-3 გამარჯვება ევროლიგაზე

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს თორნიკე შენგელიას "ცსკა"-მ ევროლიგაზე რიგით მე-6 შეხვედრა "ვალენსიასთან" გამართა და მეტოქე 84:75 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოველთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე მან 23 წუთი გაატარა. თორნიკემ ესპანელთა წინააღმდეგ 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. შენგელიამ 4-დან 2 საჯარიმო, 9-დან 4 ორქულიანი და 1-დან 0 სამქულიანი გამოიყენა. "ცსკა"-ს 6 ტურის შემდეგ 3-3 მოგება და მარცხი აქვს. მოსკოველები ევროლიგაზე მე-7 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები