Belive

შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა სტუმრად პეზაროსთან იმარჯვა

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ,,ვირტუსმა'' ,,პეზარო'' სტუმრად 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:77 დაამარცხა. შედეგად, სერია A-ში სკარიოლოს გუნდის მოგებათა სერია 8 მატჩამდე გაიზარდა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 19 წუთში 12 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,ვირტუსს'' 18 ქულით, 7 ასისტით, 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ნიკო მანიონმა ულიდერა. ,,პეზაროს'' შემადგენლობაში 18 ქულით, 6 პასით, 5 მოხსნითა და 4 ჩაჭრით კარლოს დელფინო გამოირჩა. ,,ვირტუსი'' 23 მოგებითა და 3 მარცხით იტალიის ჩემპიონატის პირველ პოზიციაზეა. ბოლონიური კლუბი სერია ა-ს მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, ,,ტორტონას'' წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები