Belive

შენგელიას 13 ქულა - ვირტუსმა ტორტონას მეორე მატჩიც მოუგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეიოფის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში ,,ვირტუსმა” შინ ,,ტორტონა”  21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:70 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 23 წუთში 13 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ,,ვირტუსს” 17 ქულით, 4 ასისტით, 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით მილოშ ტეოდოსიჩმა ულიდერა. შენგელიას გუნდს ფინალში გასასვლელად ერთი მოგება სჭირდება. სერიის მომდევნო მატჩი 31 მაისს, ტორტონაში გაიმართება.


სხვა სტატიები