Belive

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას "ცსკა"-მ შინ "ჟალგირისი" 83:73 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელისთვის ლიეტუველთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შედეგიანი გამოდგა. თორნიკემ 27 წუთში 18 ქულას, 7 მოხსნასა და 1 ასისტს მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ შენგელია ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსს ჩამორჩა. მოსკოველები ევროლიგის რეგულარულ სეზონს 15 მოგებითა და 4 მარცხით ლიდერობენ. შემდეგი მატჩი "ცსკა"-ს "ბარსელონასთან" ელის.

თორნიკე შენგელიას ჩატენვა ჟალგირისთან თამაშის საუკეთესო მომენტად დასახელდა:

სხვა სტატიები