Belive

შენგელიას 19 ქულა და MVP-ის ტიტული (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", ქართველი ლეგიონერი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბასკონიელებმა სტუმრად მურსია 86:75 დაამარცხეს, რაშიც შენგელიას წვლილი უდიდესია. შენგელიამ ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 35:34 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 8 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 21 ერთეული შეადგინა. "ბასკონიას" 7 მოგება და 6 წაგება მოუგროვდა და მეხუთე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, შინ, სან პაბლო ბურგოსთან ჩაატარებს.

თორნიკეს საუკეთესო მომენტები "მურსიასთან":

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები