შენგელიას 20 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროპულ სარბიელზე მორიგი შეხვედრა გამართა. ევროლიგის მე-12 ტურში ესპანელებმა “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლეს და 25 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

შეხვედრა თავიდანვე თურქების საგრძნობი უპირატესობით დაიწყო და ასევე წარიმართა ბოლომდე. საბოლოო ანგარიში კი – 77:102 დაფიქსირდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 35 წუთი და 44 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას “ბასკონია” მის ერთ-ერთი უშუალო კონკურენტთან “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა ბელგრადში, 12 დეკემბერს გაიმართება.

(32)

შენგელიას 20 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

სტატიის ავტორი
-